ღია გავეთილი მე-9 კლასში, პედაგოგებ ლელა ღვინიაშვილი, თეა ნაცვლიშვილი
ლელა ღვინიაშვილი
გაკვეთილის თემა: ვაჟა-ფშაველა „ვერხვი“
სწავლების საფეხური:დაწყებითი, VI კლასი
გაკვეთილის აქტუალობა: მოსწავლეები დაფიქრდებიან ადამიანის არსის, მადლის ქმნის აუცილებლობაზე;
წინარე ცოდნა:ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია; „შვლის ნუკრის ნააბობი“, ”ვერხვი”
გაკვეთილის მიზანი და ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:
· მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება;
ლელა ღვინიაშვილი
გაკვეთილის თემა: ვაჟა-ფშაველა „ვერხვი“
სწავლების საფეხური:დაწყებითი, VI კლასი
გაკვეთილის აქტუალობა: მოსწავლეები დაფიქრდებიან ადამიანის არსის, მადლის ქმნის აუცილებლობაზე;
წინარე ცოდნა:ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია; „შვლის ნუკრის ნააბობი“, ”ვერხვი”
გაკვეთილის მიზანი და ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:
· მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარის განვითარება;
· ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება;
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი;
· საუბრობს ნათლად და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს არავერბალურ საშუალებებს;
· ასახელებს მისთვის აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს მათს ინტერფრეტაციa
· ინაწილებს პასუხისმგებლობას ჯგუფის სახელით გამოთქმულ მოსაზრებაზე;
· გამოაქვს დასკვანა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე;
· ავლებს პარალელს ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის;
ამოიცნობს და განარჩევს ზედსართავ სახელებს, მათს ფუნქციას;
შეფასების საგანი და პროცედურები:
· მსჯელობისა და დასკვნების გამოტანის უნარის შეფასება;
· ჯგუფური მუშაობის უნარის შეფასება;
განმავითარებელი (სიტყვიერად) და განმსაზღვრელი (შეფასების რუბრიკები) შეფასება
გაკვეთილის მსვლელობა:ორგანიზაციული მხარე-1წთ. შეფასების კრიტერიუმების გაცნობა--2წთ.
• აქტივობა 1 გონებრივი იერიში, კითხვა- პასუხი / 5წთ. /
• როგორი ურთიერთობა არსებობს ადამიანსა და ბუნებას შორის?
• მიპასუხეთ, რა გაქვთ ნასწავლი, რომელშიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობებია გამოხატული.
• რა იცით ვაჟას შესახებ? სლ. 1
• მოცემული სურათის მიხედვით ვიმსჯელოთ, რა ვიცით მცენარე -ვერხვის შესახებ. /სლ. 2/
აქტივობა 2.
ჯგუფებში მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება. /25წთ./
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას და ვთხოვ ურთიერთსწავლების მეთოდით გამოკვეთონ თითოეულ თავში საკვანძო საკითხები, მოიძიონ მნიშვნელოვანი სიტყვები და საკვანძო წინადადებები.
მეოთხე ჯგუფმა იმუშაოს ტექსტის ენობრივ-გამომსახველობით მხარეზე.
მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ დაფასთან და რეიტინგის მეთოდით მოახდინონ საკვანძო წინადადებების დალაგება.
აქტივობა 3 /5წთ./
კითხვის დასმით ვახდენ პრობლემის ფორმულირებას. რა ვისწავლეთ?
რა გვასწავლა ვაჟა-ფშაველამ?
მოსწავლეები არგუმენტებით და კონტრარგუმენტებით იმსჯელებენ პრობლემურ საკითხზე.
გაკვეთილის ბოლოს ვთხოვ, წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით შეაფასონ ჯგუფის წევრები /3წთ. / შეფასება /2წთ./
დავალების მიცემა /2 წთ/
რესურსი:კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა, ფერადი ფურცლები.
გაკვეთილის თემა | ”ენა-სიმდიდრეა” (ო`ჰენრი, ”სიყვარულის მსახურებაა”) |
სწავლების საფეხური/პედაგოგი | საბაზო საფეხური, 8 კლასი/ლელა ღვინიაშვილი, ნანული რაზმიაშვილი |
მოსწავლეთა პროფილი | 21 მოსწავლე/კლასში არ არიან განსაკუთრებული მიდგომის მოსწავლეები |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა |
მოსწავლეები დაფიქრდებიან და იმსჯელებენ ენების
ცოდნის აუცილებლობაზე |
გაკვეთილის მიზნები/შედეგები |
მსჯელობის უნარის განვითარება, კითხვის სტრატეგიების დაუფლება.
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე
მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
· მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
· მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად
ავითარებს თავის მოსაზრებას;
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების
გაანალიზება.
· მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ ადგილს, დროს, ახასიათებს
სოციალურ-კულტურულ გარემოს;
· აკავშირებს ამ ფაქტორებს ნაწარმოების შინაარსთან;
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი
მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
· შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების
შესაძლო ინტერპრეტაციაში;
უცხ.VIII.9. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში.
უცხ.VIII.9. მოსწავლე იგებს ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველ შემცნებით ტექსტს.
|
წინასწარი ცოდნა | მოსწავლემ იცის ენის მნიშვნელობის არსი თითოეული ქვეყნისათვის, მოქალაქისათვის |
შეფასების საგანი, პროცედურები | მსჯელობის უნარის შეფასება (განმავითრებელი და განმსაზღვრელი) |
სასწავლო მასალა,ტექნიკური რესურსები | სახელმძღვანელო, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, 8 კლასი. დაფა, ცარცი. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი |
გაკვეთილის მსვლელეობა/საკლასო მენეჯმენტი |
სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ
აქტივობა 1. - გონებრივი იერიში.5 წთ
(ინგლისური ენის მასწავლებელი) კითხვა-პასუხის საშუალებით ვავსებ სქემას:
”ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე”. აქტივობა 2. 8 წთ.
ინგლისური და ქართული ენის საერთო და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ
ვსვამ კითხვებს და ვაფიქსირებ პასუხებს დიაგრამაზე. ბოლოს ვთხოვ გამოთქვან თავისი აზრი, რა არის ინგლისურის და პატარა ქვეყნის ენების მომავალი.
აქტივობა3. 4 წთ
მოსწავლეებს მოძიებული აქვთ მასალა ინგლისურ ენაზე ო'ჰენრის შესახებ.
(ქართული ენის მასწავლებელი) ვთხოვს მოსწავლეებს წარმოადგინონ ო'ჰენრის ბიოგრაფია, მისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები ინგლისურ ენაზე.
აქტივობა 4. მეთოდი-ორიენტირებული კითხვა. /20 წთ/
მოსწავლეებს ვთხოვ კითხვა-პასუხის საშუალებით ლოგიკურად დააკავშირონ
ტექსტი მის ავტორთან. დაფაზე ვუწერ რამოდენიმე სიტყვას და ვთხოვ ივარაუდონ და შეადგინონ წინადადებები, რომელიც კავშირში იქნება წაუკითხავ ტექსტთან.
მოსწავლეებს ვთხოვ წაიკითხონ ჩემ მიერ სამ ნაწილად დაყოფილი ტექსტის
პირველი მონაკვეთი და გამოთქვან ვარაუდი, თუ როგორი იქნება გაგრძელება. და ა.შ. დაფაზე წინასწარ მომზადებულ ვარაუდების სქემაში ვწერ პასუხებს.
აქტივობა 5. მინიდისკუსია. 4 წთ.
მოსწავლეებს ვთვაზობ მეთოდს ”სიტყვათა ჯაჭვი”, მოსწავლეები წარმოთქმული
შეფასება 6. განმსაზღვრელი, განმავითარებელისიტყვების მიხედვით ადგენენ საკვანძო წინადადებას ინგლისურ და ქართულ ენებზე. |